თავდაცვის მინისტრი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა

0
1116

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი გახდება და პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდება.

მინისტრის განცხადებით, რეგიონში სტაბილურობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და საერთაშორისო თანამეგობრობამ ვითარების დეესკალაციისთვის ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს.