სერჟ სარგსიანი: სომხეთი მზადაა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, ორმხრივ დათმობაზე წავიდეს

0
848

სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, ორმხრივ დათმობაზე წავიდეს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ წერს.

„სომხურ მხარეს არასოდეს უთქვამს უარი ლოგიკურ ორმხრივ დათმობებზე, რისი მიზანიც კონფლიქტის მოგვარება იქნებოდა. ეს ძალიან კარგად იციან ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა და აქ მსხდომებმა“, – განაცხადა სარგისიანმა ეუთო-ს ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, ორმხრივ დათმობაზე საუბარი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც „კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი დადგინდება და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა მორიგი კოლონიზაციის საფრთხისგან გათავისუფლდება“.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში კონფლიქტის ესკალაცია შაბათს ღამე დაიწყო. დაპირისპირებაში სამხედრო ტექნიკაა ჩართული. მხარეები ბრძოლების განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here