როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2016 წლის მარტის თვე 450 875 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 16,7 %-ით მეტია.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იანვარ-მარტის ინტერვალში ქვეყანაში უკვე 1 134 436 ვიზიტი განხორციელდა, რაც 14,7 %-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
უწყების პრესსამსახურის განმარტებით, 2016 წლის მარტშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+19%), თურქეთიდან (+6,7%), სომხეთიდან (+4,2%), რუსეთიდან (+15,7%), უკრაინიდან (+26,9%) და ირანიდან (+1065,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მარტშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 48%, 27%, 23% და 13%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (27%) და უზბეკეთი (80%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (37%) და მოლდოვა (39%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (81%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 348%-იანი მატებით, აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.