გიორგი მღებრიშვილმა გერმანიასა და საფრანგეთში ვიზიტი დაასრულა

0
798

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გერმანიასა და საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბერნარ კაზენევს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერს, გერმანიის ფედერალური მიწების – ბავარიის, რაინლანდ-პფალცის, ქვემო საქსონიისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრებს, ბუნდესტაგის წევრს, მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის შინაგან საქმეთა საკითხებზე პოლიტიკურ სპიკერს შტეფან მაიერს და ფედერალური კანცლერის სამსახურის უსაფრთხოების, საგარეო და განვითარების პოლიტიკის, ასევე, ევროპული პოლიტიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისას მიღწეული პროგრესი, სამართალდამცავ უწყებებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარება, არალეგალური მიგრაციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კონკრეტული სამოქმედო გეგმები.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here