ხმელთაშუა ზღვაში 400-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო, რომელთა მიზანიც ევროპამდე მიღწევა იყო. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულები სომალიდან იყვნენ. ისინი ზღვის გადაკვეთას ოთხი დაზიანებული ნავით ცდილობდნენ. ბოლო რამდენიმე წელია, ეგვიპტე ევროპაში ჩასვლის მსურველი აფრიკელი მიგრანტებისთვის ტრანზიტულ ქვეყანას წარმოადგენს. ათასობით ადამიანი ქალაქ ალექსანდრიის გავლით ცდილობს ზღვაში გასვლას და ევროპის ქვეყნებში ჩასვლას.