ბარაქ ობამა – პუტინი ცდილობს, ევროპულ ერთიანობას ძირი გამოუთხაროს

0
907

ვლადიმერ პუტინი ცდილობს, ევროპულ ერთიანობას ძირი გამოუთხაროს, – ასეთი მოსაზრება ამერიკულ ტელეკომპანია CBS-ვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გამოთქვა. ობამა მიიჩნევს, რომ პუტინი ნატო-ს, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ ერთიანობას აღიქვამს როგორც საფრთხეს რუსეთის ხელისუფლებისთვის.

როგორვ ბარაკ ობამა ამბობს, ამჟამინდელი მიგრაციული კრიზისი არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ აშშ-ის პრობლემაცაა. თუმცა მისი თქმით, სტრატეგიულად კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ევროპაში “ულტრამემრჯვენე ნაციონალიზმის გაძლიერება იმ დონემდე, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპულ ერთიანობას, ზოგიერთ შემთხვევაში კი მისი ექსპლუატაცია ისეთი ადამიანების მიერ ხდება, როგორიცაა ბატონი პუტინი”.

აშშ-ის ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი შეცდომას უშვებს. ბარაკ ობამას განმარტებით, ძლიერი, ერთიანი ევროპა ძლიერ და გარე სამყაროზე ორიენტირებულ რუსეთთან ერთად მუშაობით “სწორი რეცეპტია”.

ამერიკულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუმდე ცოტა ხნით ადრე, ჰანოვერში სიტყვით გამოსვლისას ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დასვალეთმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების პოლიტიკა მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულებამდე უნდა გააგრძელოს. ობამას თქმით, მას რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა მოსკოვმა საერთაშორისო საზოგადოების დაშინების პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here