პრემიერმა სენატორ ჯეფ სეშენსთან საქართველო–აშშ–ის ურთიერთობების საკითხები განიხილა

0
731

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სენატორ ჯეფ სეშენს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაიმართა, სადაც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო გარანტორია. ხაზი გაესვა წლების მანძილზე აშშ-ის მიერ გაწეული პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობას.

მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ნატო-ს ვარშავის სამიტის სამზადისზე იმსჯელეს. აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრება ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის საკითხებზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯეფ სეშენსს საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეფ სეშენსმა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა. მისი განცხადებით, აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა წარმატებით ვითარდება. მანვე პოზიტიური უწოდა იმ პროგრესს, რასაც საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით მიაღწია.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here