ლონდონის მერი სადიკ ხანი გახდა

0
1506

ლონდონს ახალი მერი ჰყავს. პირველად ისტორიაში ქალაქს მუსლიმი მერი ეყოლება.

BBC-ის ცნობით, სადიკ ხანმა არჩევნებში ხმათა 44% მოაგროვა, მისი მთავარი კონკურენტი კი, მილიარდელი ზაკ გოლდსმიტი იყო, რომელმაც ხმათა 35%-ის შეგროვება შეძლო.

სადიქ ხანი ბორის ჯონსონს ჩაანაცვლებს, რომელმაც გამარჯვებულს უკვე მიულოცა და წარმატებები უსურვა.