სამართალდამცავებმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

0
809

შსს-მ გურიაში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლაშა დ. და 1992 წელს დაბადებული დავით ლ. ქურდული სამყაროს წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ღამით, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები ფეხით გადაადგილდებოდნენ. პოლიციამ, ლაშა დ.-ს პირადი ჩხრეკისას, გადაჭრილი სანადირო ორლულიანი თოფი, ე.წ. „აბრეზი“ 2 ვაზნით, ხოლო დავით ლ-ს პირადი ჩხრეკისას – გადაჭრილი სანადირო ერთლულიანი თოფი, ე.წ. „აბრეზი“ 1 ვაზნით ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here