საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრემიერმინისტრს შეხვდა

0
1119

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრემიერმინისტრ არტურ რასიზადეს შეხვდა.

გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა და არტურ რასიზადემ აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ 20 წლის წინ, ბაქო-სუფსის დერეფნის მშენებლობის შესახებ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დადებულმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო ორივე ქვეყნის განვითარებას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე, პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე.