დიმიტრი ქუმსიშვილმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერთან საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ შესაძლებლობებზე ისაუბრა

0
767

ბერლინში მიმდინარე ეუთოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა ისაუბრეს საქართველო–გერმანიის ურთიერთობების განვითარებაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და მის მზარდ როლზე ევროპის რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების პროცესში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში სატრანსპორტო–ლოგისტიკური პროექტების მხარდაჭერაზე, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს მნიშვნელობას ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით, ჩინეთი–ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის სტრუქტურაში.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკური კონფერენცია ჩატარდა გერმანიის, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, პატრონაჟით. კონფერენცია გახსნა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ეუთოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლებმა და მსხვილი ბიზნესის ხელმძღვანელებმა. ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მრავალმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და თანამშრომლობაზე სხვადასხვა რეგიონების სახელმწიფოებს შორის, რაც ნდობის აღდგენას და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას ხელს შეუწყობს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here