შოთა არველაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია

0
1168

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს შოთა არველაძეს შეხვდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა სტუმარს შეკითხვები დაუსვეს კარიერასა და სამწვრთნელო საქმიანობაზე. საუბარი შეეხო, როგორც მის თურქეთში მოღვაწეობის პერიოდს, შოთა არველაძემ კარიერაში მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა და საქართველოში ფეხბურთის განვითარების პერსპექტივასაც შეეხო.

სტუდენტებმა შეხვედრის ბოლოს სტუმართან სამაახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ავტოგრაფები აიღეს.