EBRD-მა საქართველოში 2015 წლის ყველაზე აქტიურ ბანკად ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით ”საქართველოს ბანკი” დაასახელა.
საქართველოს ბანკის ცნობით, ხსენებული ჯილდო ”საქართველოს ბანკს” EBRD-ის „მსოფლიოში ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო მიმწოდებელთა დაჯილდოების“ ფარგლებში გადაეცა.
EBRD-ის TFP (ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა) 1999 წელს დაიწყო. იგი ხელს უწყობს და შესაძლებლობას აძლევს ბანკებს, აქტიურად შესთავაზონ მსურველებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების მრავალფეროვანი პროდუქტების სპექტრი. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით EBRD-მ დღემდე 18.400 ოპერაციას დაუჭირა მხარი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოპერაციების თანხამ კი 12.8 მილიარდი ევრო შეადგინა.