პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პატრონაჟით გუშინ საფრანგეთის ქალაქ ლიონში ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა.
ოლანდმა ფესტივალზე სპეციალური მისალოცი წერილი გააგზავნა. პრეზიდენტი ოლანდი,საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან დაგეგმილი შეხვედრის გამო ფესტივალს ვერ დაესწრო მაგრამ მისი სახელით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ელენე ჯეფრი შეუერთდა.
ოლანდის წერილი ჯეფრიმ წაიკითხა. კულტურული ღონისძიება რომელიც ელისეის პრეზიდენტის სასახლის პატრონაჟით ჩატარდა, ამ ღონისძიებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მიცემულ უმაღლეს მხარდაჭერად ითვლება.
ადრე კი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა და იუნესკომ ენისა და კულტურის ფესტივალის მხარდამჭერი წერილები გააგზავნეს.
ოლანდი გზავნილში, ″ახალგაზრდა თაობის მიერ ისეთი ღირებულებების მქონე ღონისძიების ჩატარება როგორიცაა პატივისცემა, ტოლერანტობა, დემოკრატია და სეკულარიზმი ჩვენ ქვეყანასაც ღრმად სწამს. ამ ღონისძიების მობილიზებისთვის გაწეული შრომისთვის, მასში მონაწილეობის მიღებისა და ძალისხმევის გამო მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო.″-განაცხადა მან.
″პოეზიის, სიმღერისა და ცეკვის მეშვეობით სხვადასხვა კულტურების შესწავლის, შეხვედრისა და გაზიარების საშუალების მომცემ ამ ინიციატივის რომელიც კონკრეტულად ერთად ცხოვრების კულტურის დამკვიდრებას უწყობს ხელს, ეხლა უფრო კარგად გვესმის ვიდრე ოდესმე.
გარდა ამისა, ჩემი მაღალი პატრონაჟით გამართულ წლევანდელ კულტურულ ფესტივალს რომელიც ″მერიდიანის ინსტიტუტმა″ მოამზადა, ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. ბავშვებს კი ჩემს თბილ გრძნობებსა და მილოცვებს ვუგზავნი, წარმატებებს გისურვებთ.″-ნათქვამია ოლანდის წერილში.