სასამართლომ სიმამრის მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

0
702

სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსონ ენგოიანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.თბილისში, ბაბუციძის ქუჩაზე, შ.პ.ს. „ორი ნაბიჯის” მიმდებარე ტერიტორიაზე,  ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამსონ ენგოიანმა ოჯახური კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის მამას – ედუარდ არზუმანიანს მოკვლის განზრახვით დანით მიაყენა ჭრილობა გულმკერდის არეში. ედუარდ არზუმანიანი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა სამსონ ენგოიანი დანაშაულის ჩადენიდან მალევე, შემთხვევის ადგილის მახლობლად დააკავეს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

სასამართლომ ბრალდებულ სამსონ ენგოიანს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here