ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომობილით ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

0
792

ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი ავტომობილით ახალგაზრდა ქალს დაეჯახა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

რაც შეეხება დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმების განცხადებით, მას მრავლობითი მოტეხილობები და სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. ამჟამად ის ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here