თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის მინისტრის სკანდალური განცხადება

0
795

თურქეთის ახალი საბაჟო და ვაჭრობის მინისტრის ბულენთ თუფექჩის განცხადებით, სახელმწიფო თუ მოინდომებს შეუძლია სასურველი კომპანია გადაიბაროს. თუფექჩიმ პარლამენტში, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ბიზნესმენებისგან ჩამორთმეულ კომპანიებზე უფლებამოსილების გაზრდის თაობაზე მსჯელობის დროს სიტყვით ბამოსვლისას განაცხადა, რომ ″მთავრობას სასურველი კომპანიის ჩამორთმევა ისედაც შეუძლია″. ეკონომიკის ექსპერტების თქმით, მინისტრის ასეთი განცადებით, დემოკრატიული ღირებულებებისგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანის კაპიტალის უსაფრთხოება, იგნორირებულია და ის უცხოელი ინვესტორები რომლებიც თურქეთში ინვესტიციებს გეგმავდნენ გადაიფიქრებენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ Hurriyet-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, საბაჟო და ვაჭრობის მინისტრი თუფექჩი ამტკიცებს, რომ მთავრობას მისთვის სასურველი კომპანიის ჩამორთმევა და მისი მმართველობის შეცვლა შეუძლია.

თუფექჩის თქმით, ჩამორთმეული კომპანიების მმართველებად დანიშნულებს უფლებამოსილება უნდა გაეზარდოს.

″შეიძლება მანქანა ჩამოგართვას, კომპენსაცია გადაიხადოს და ჩამოგართვას. ეს კანონპროექტი, სამეურვეო საბჭოს წევრებს თავისი მოვალეობის რეალურ შესრულებას გაუადვილებს, მათ კომფორტულად მუშაობას უზრუნველყოფს. რიგი საფრთხეების, მათ წინააღმდეგ უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით სარჩელის შეტანა თავიდან იქნება აცილებული.″-განაცხადა მან.

თურქეთში, 2013 წლის ბოლოს ქვეყნის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური კორუფციისა და მექრთამეობის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ მთავრობამ მის მიერ ოპოზიციურად მიჩნეული გაზეთების, ტელევიზიებისა და კერძო კომპანიების მმართველობა ჩაიბარა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here