ფეთჰულაჰ გიულენმა ორლანდოში მომხდარი თავდასხმა დაგმო

0
700

ფეთჰულაჰ გიულენმა, გასულ კვირას აშშ-ის ქალაქ ორლანდოში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო.

″ორლანდოში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა დიდ მწუხარებას გამოვთქვამ.″-განაცხადა გიულენმა და აღნიშნა, რომ ტერორისტულ თავდასხმას უპირობოდ გმობს.

გიულენის თქმით, ISIS-ის მსგავსი ტერორისტული დაჯგუფებები საზოგადოებისთვის როგორც კიბო ისე უნდა აღიქმებოდეს.

″ასეთი დაჯგუფებების ტოტალიტალურ იდეოლოგიებთან პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური კუთხით ბრძოლაა საჭირო.″-განაცხადა მან.

გიულენის სამძიმრის წერილი ასეთია:

″ორლანდოში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა დიდ მწუხარებას გამოვთქვამ. სიძულვილით განხორციელებულ ამ ტერორისტულ თავდასხმას უპირობოდ ვგმობ და მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანის აღშფოთებას ვიზიარებ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელმა ტერორისტული აქტის განხორციელებამდე განაცხადა, რომ ISIS-ის დაჯგუფების წევრი იყო. ISIS-ის მსგავსი ტერორისტული დაჯგუფებები საზოგადოებისთვის როგორც კიბო ისე უნდა აღიქმებოდეს და ამ დაჯგუფებების ტოტალიტარული იდეოლოგიების წინააღმდეგ პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური კუთხით შებრძოლებაა საჭირო.

დაღუპულთა ოჯახებსა და ნათესავებს მოთმინებასა და სიძლიერეს ვუსურვებ. ვლოცულობ, რომ კაცობრიობის კოლექტიურ ცნობიერებაში ურთიერთპატივისცემა და თითოეული ადამიანის სიცოცხლის დაცვის აზრი, შიშსა და სიძულვილზე გაიმარჯვებს.″

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here