ბრიუსელში მამაკაცი დააკავეს, რომელიც სავაჭრო ცენტრში აფეთქების მცდელობაშია ეჭვმიტანილი.
როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება, მამაკაცმა ბრიუსელის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრ City 2-ში დაგეგმილი აფეთქების შესახებ სამართალდამცველებს თავად აცნობა.
ამჟამად დაკავებულის დაკითხვა მიმდინარეობს, მისთვის ოფიციალური ბრალი ჯერჯერობით არ წაუყენებიათ. ამასთანავე, სპეცსამსახურების თანამშრომლები სავაჭრო ცენტრის შენობაში ბომბის ძებნას განაგრძობენ.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა მომხდართან დაკავშირებით საგანგებო სხდომა ჩაატარა. სხდომის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ ბრიუსელში ვითარება კონტროლზეა აყვანილი.