“ევროპის სახალხო პარტია” საქართველოს მთავრობას არჩევნებამდე პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

0
1064

“ევროპის სახალხო პარტია” საქართველოს ხელისუფლებას შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტპატიმრების, მათ შორის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი ჯოზეფ დოული „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში წერს.

“ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის პროლონგაცია უკანონო იყო. დემოკრატიაში პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოს ადგილი არ უნდა ჰქონდეს”, – წერს ჯოზეფ დოული.