თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

0
1119

კომპანია ”თელასის” ცნობით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ვაზისუბნის დასახლების II მიკრორაიონის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ალვანის, სამოქალაქოს, კარდენახის და ცუცქირიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, ჯანჯღავას, კაჭარავას და კობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, კოლმეურნეობის მოედნის, ვეკუას, ხაზინის, ფხოვის, პუშკინის და გრიბოედოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის, ნადირა ხოშარაულის, გუდაუთის, ლუბლიანას და გიორგი ტერევერკოს ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის  II კვარტლის და გია რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ორხევის დასახლების, თრიალეთის, და მუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის   მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ერთსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, შატილის, ძოწენიძის, გამრეკელის, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელის და ჟღენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.