მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე – საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს

0
1094

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელ გადაწყვეტილებას მიესალმება.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ საბჭომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი განიხილა, წევრი ქვეყნები ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ საქართველოს პროგრესს ვიზალიბერალიზაციის გზაზე და მხარს უჭერენ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დროულად შემოღებას.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ამ განხილვების პროცესში გადაიდგა. ევროკავშირი აფასებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით გატარებულ ყველა იმ რეფორმაას, რომელმაც მიგვიყვანა ამ შედეგამდე და ცალსახად და ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველო იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას.”- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა