Foreign Policy: ერდოღანის პრობლემა უარესდება, ანგარიშსწორება ახლოსაა

0
1220

აშშ-ის მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრის, Foreign Policy-ის მტკიცებით ერდოღანის პრობლემა დღითიდღე უფრო იზრდება და აშშ-მა საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით ერდოღანის მიერ მიყენებული ზარალის შესამცირებლად უნდა მოემზადოს.

აშშ-ის მედიასა და კვლევითი ცენტრების მხრიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერდოღანის საწინააღმდეგო სტატიების გავრცელება შემცირებული იყო, თუმცა ისევ დაიწყო.

Foreign Policy-ში ჯონ ჰანამ ″ერდოღანის მსგავს პრობლემას როგორ გადაჭრით?″ სათაურით სტატია გამოაქვეყნა. ჰანა, შვილი ბუშის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში ახლო აღმოსავლეთში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის მრჩევლად მუშაობდა. ბუშის მეორე პრეზიდენტობის პერიოდში კი ჰანა დაწინაურდა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლი იყო.

ჰანას მტკიცებით, თურქეთი ″დესპოტიზმი, ტერორიზმი, სამოქალაქო ომი, წარუმატებელი სახელმწიფო (failed state) და იძულებითი ფრაგმენტაცია″ მსგავსი ვარიანტებისკენ მიდის. მისი თქმით, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ″სულ უფრო და უფრო უარესობისკენ მიმავალ ნატო-ს მოკავშირესთან ერთად რას გააკეთებთ?″ კითხვაზე პასუხი უნდა გასცენ.

″ქურთული კონფლიქტის საკითხი 90-იანი წლების მდგომარეობას დაუბრუნდა, მაგრამ ახლა ეს კონფლიქტი მთებში კი არა ქალაქებში ხდება და მშვიდობიანი მოსახლეობა უფრო მეტად ზარალდება. სირიაში კი ერდოღანი დემოკრატიული კავშირის პარტიას (PYD) ერაყის ქურთისტანის მსგავსად როგორც მოკავშირეს ისე კი არ ხედავს, არამდე მას საფრთხედ მიიჩნევს. ამიტომ ერდოღანი, სუნიტ ჯიჰადისტებს ეხმარება რომელშიც ISIS-იც შედის. ″-წერს ჰანა.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ ერდოღანი სირიაში ჯიჰადისტებს ეხმარება ევროპას კი ლტოლვილებით ემუქრება, ეს კი აშშ-ის ინტერესებს უფრო დიდ საფრთხეს უქმნის.

გაერო-მ ზარალის შესამცირებლად მზადება უნდა დაიწყოს

″ერდოღანი არის მარცხი. ამავე დროს აშშ-ის ინტერესებისთვის მზარდი საფრთხე″-აღნიშნა ჰანამ და განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოლიტიკის გამო ნატო-ს წევრი ქვეყანა, თურქეთი დესტაბილიზაციისკენ მიდის.

ჰანამ, ის ბერკეტები ჩამოთვალა რომლებიც ერდოღანის შესაჩერებლად განიხილება მათ შორისაა ″სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან (AKP) გამოყიფილმა ჯგუფმა მემარჯვენე-ცენტრისტულლი პარტია უნდა შექმნას, გეზი პარკის აქციის მსგავსი მასობრივი მოძრაობის წამოწყება და სამხედრო გადატრიალება.″

გარდა ამისა, 17-25 დეკემბრის გამოძიების მსგავსმა, მაგრამ უფრო დიდმა კორუფციულმა სკანდალმაც შეიძლება ერდოღანს ძირი გამოუთხაროს აღნიშნა სტატიის ავტორმა და რეზა ზარრაბის საქმე გაიხსენა.

აშშ-ის პოლიტიკას ერდოღანის მიმართ, ინჯირლიქის (İncirlik) ბაზის ალტერნატივის ძიებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება აღნიშნავს მწერალი და სავარაუდო ალტერნატიულ ადგილებს ასახელებს, ერაყის ქურთისტანი, იორდანია და არაბეთის გაერთიანებული საემიროები შეიძლება ახალ ბაზად გამოყენებულ იქნას.

სტატიის ბოლოს, ″ერდოღანის პრობლემა დღითიდღე იზრდება, მესტაზის მსგავსად″- განაცხადა ჰანამ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამან აშშ-ის ინტერესების მიმართ უფრო დიდი რისკები გამოავლინა.

″როგორც ჩანს ადრე თუ გვიან, ანგარიშსწორების დრო დადგება. შეერთებულმა შტატებმა ზარალის შესამცირებლად მზადება უნდა დაიწყოს.″-წერს ჰანა სტატიის დასკვნაში.

წყარო: http://foreignpolicy.com/2016/06/15/how-do-you-solve-a-problem-like-erdogan/?utm_content=buffered67a&utm_medium=social&utm_source=twitter.com&utm_campaign=buffer