თურქეთში ერთ დღით ჟურნალისტური საქმიანობისთვის 14 წლიანი პატიმრობა

0
906

თურქეთში, ოპოზიციურ გაზეთ “ოზგურ გუნდემ“-ის(Özgür Gündem) მიერ მხარდაჭერის მიზნით დაწყებულ ″მორიგე მთავარი რედაქტორი″ კამპანიაში მნაწილეობის მიღების გამო ერთი დღით მთავარი რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელი პირების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება დასრულდა. საბრალდებო დასკვნა, შებნემ ქორურ ფინჯანჯის, აჰმეთ აზიზ ნესინსა და ეროლ ონდეროღლუს 2-დან 14,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის ბიუროს გამოძიების პროკურორის ეშრეფ დურმუშის მიერ მომზადებულ საბრალდებო დასკვნაში, თურქეთის ადამიანების უფლებათა დაცვის ფონდის (TİHV)  პრეზიდენტი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ასოც. პროფ. შებნემ ქორურ ფინჯანჯი (რასიმე შებნემ ქორურ), ჟურნალისტი-მწერალი აჰმეთ აზიზ ნესინი და ჟურნალისტი ეროლ ონდეროღლუ “ეჭვმიტანილებად“ ცნო. პროკურორი, ეჭვმიტანილების “დანაშაულის ჩადენის საჯაროდ წაქეზება“, “დანაშაულისა და დამნაშავის შექება“ და “ორგანიზაციის პროპაგანდა“ ბრალდებით 2-დან 14,5 წლამდე დაპატიმრებას მოითხოვს.

სტანბოლის მთავარი პროკურატურის მიერ მომზადებული და დამტკიცებული სამი სხვადასხვა საბრალდებო დასკვნა  სისხლის სამართლის სასამართლოს გადაეგზავნა. საბრალდებო დასკვნის მიღების შემთხვევაში ეჭვმიტანილები უახლოეს დღეებში მოსამართლის წინაშე წარდგებიან.

ოპოზიციურ გაზეთ “ოზგურ გუნდემ“-ის მიერ მხარდაჭერის მიზნით დაწყებულ ″მორიგე მთავარი რედაქტორი″ კამპანიაში მნაწილეობის მიღების გამო ერთი დღით მთავარი რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელი პირების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება დაწყებული იყო. გამოძიების ფარგლებში, 20 ივნისს, სტანბოლის მორიგე სისხლის სამართლის მოსამართლემ 3 ეჭვმიტანილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინტელექტუალების დაპატიმრება გაერომ და გერმანიამ მკაცრად გააკრიტიკა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მომხდარი ინციდენტის გამო პრეზიდენტი ერდოღანი დაადანაშაულა და მომხდარ უსამართლობათან დაკავშირებით “ერდოღანი თავისი გზიდან უნდა დაბრუნდეს.“-განაცხადა მან.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მომხდარ ინციდენტს საგანგაშოს უწოდებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაკავებული ინტელექტუალები და “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს თურქეთის წარმომადგენელი ეროლ ონდეროღლუ დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდნენ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here