თურქეთში მთავრობასთან სიახლოვით ცნობილ ტელევიზიაში ISIS-ი და ალ-ქაიდა შეაქეს

0
1090

თურქეთში, ხელისუფლებასთან სიახლოვით ცნობილი ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში ექსპერტად მიწვეულმა მწერალმა ტერორისტული ორგანიზაციები ISIS-ი და ალ-ქაიდა შეაქო, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია.

სატელევიზიო არხი ″Kanal A″ რომელიც თითქმის მმართველი პარტიის(AKP) მაუწყებელ ორგანოდ არის ქცეული ერთ-ერთ გადაცემაში სახელწოდებით ″საზღვრის დარღვევა″ ISIS-ისა და ალ-ქაიდას შექებას მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

გადაცემაში ექსპერტის სახით მიწვეულმა ჰასან აჩიქალინმა, ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდას მიერ ნიუ იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული 11 სექტემბრის ტერაქტი და საფრანგეთში Charlie Hebdo-ზე მომხდარი თავდასხმა შეაქო. აჩიქალინმა, მომხდარ ტერაქტებზე ″მუსულმანების საპასუხო რეაქცია ასეთია. 11 სექტემბერი, Charlie Hebdo, ISIS-ის თავდასხმები კარგია რომ მოხდა, დასავლეთს ასე უფრო ესმის.″-განაცხადა მან.

ჰასან აჩიქალინი ალ-ქაიდას მხარდამჭერი აღმოჩნდა რომელიც უსამა ბინ ლადენის მიმართ სიმპათიის გამოხატვას არ ერიდება. აჩიქალინი, 11 სექტემბრის ტერაქტის 14 წლისთავზე 2015 წლის 11 სექტემბერს ″ტვიტერის″ საკუთარ მიკრობლოკში მომხდარ თავდასხმას აქებს და წერს,  რომ: მანჰეტენის წმინდა ომიდან 14 წელი გავიდა. ალლაჰი იყოს ყველას მოწყალე, უპირველეს ყოვლისა უსამა ბინ ლადენის და ყველასი ვინც ამაში წვლილი შეიტანა.

წყარო: http://www.aktifhaber.com/yandas-kanal-ada-el-kaide-ve-iside-oven-hasan-acikalin-el-kaideli-mi-1359319h.htm