დათა ქაჯაია მსოფლიო ჩემპიონატზე შსს-ს კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ლოგოთი მონაწილეობს

0
1254

შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის Mia force-ის წევრმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახე დათა ქაჯაიამ, რომელიც ძარიანი ავტომობილებით რბოლაში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს, საკუთარ სარბოლო ავტომობილზე კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები განათავსა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძარიანი ავტომობილებით მსოფლიო ჩემპიონატი 11 ქვეყანაში მიმდინარეობს. დათა ქაჯაია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ამ ჩემპიონატში მონაწილეობს. ქართველი მრბოლელი, ტურნირის მე-6 ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ ათეულშია.

TCR International-მა დათა ქაჯაიასთან დაკავშირებით, რეპორტაჟი მოამზადა. ჟურნალისტთან ინტერვიუში ქართველმა მრბოლელმა შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები – „ჩვენი გულისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის“.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here