დასავლეთ ვირჯინიის შტატში წყალდიდობას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

0
1135

აშშ-ის დასავლეთ ვირჯინიის შტატში წყალდიდობას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის გამო 60 000-მდე საცხოვრებელ სახლს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

დასავლეთ ვირჯინიაში ძლიერი წვიმა ხუთშაბათიდან გრძელდება. შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.