დიდ ბრიტანეთში, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას ითხოვს

0
924

დიდ ბრიტანეთში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების შესახებ პეტიციას მოაწერა ხელი. პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით, ევროკავშირში დარჩენის მომხრეები აქციებს მართავენ.
„ბიბისი“ ინფორმაციით, პეტიციაში, რომელიც პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 555 000-ზე მეტი ადამიანი მოითხოვს ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის შესახებ ახალი რეგულაციის დაწესებას.

ამ ინიციატივის თანახმად, ხელახალი რეფერენდუმი უნდა ტარდებოდეს იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტს ამ ინიციატივის განხილვა მოუწევს, ვინაიდან, პარლამენტი ვალდებულია, განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომელმაც 100 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა. ამ პეტიციაზე ხელმომწერთა რაოდენობამ კი უკვე 550 ათასს გადააჭარბა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here