ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ ″თურქეთში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება″ სათაურით მომზადებული ანგარიში სტრასბურგის გენერალურ ასამბლეაში იქნა განხილული.
ეს ანგარიში, 20 წლის განავლობაში მომზადებულ ანგარიშებს შორის ყველაზე სიმკაცრით გამოირჩევა, ადამიანის უფლებათა დარღვევა, მედიის ჩამორთმევა, ″მოძრაობა ჰიზმეთ″-ზე განხორციელებული ზეწოლა მკაცრად არის გაკრიტიკებული. უფრო მეტიც, პარლამენტარები თურქეთის სტასუსის ჩამოქვეითების საკითხსაც განიხილავენ რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამფუძნებელი წევრია. მიღებული შედეგის მიხედვით თურქეთში დემოკრატიული ინსტიტუტები არ მუშაობს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა პრეზიდენტმა ანნა ბრასერმა და თურქეთის ყოფილმა მომხსენებელმა ჟოზეტე დურიმ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შეშფოთება გამოთქვეს.
დურიმ განაცხადა, რომ თურქმა ხალხმა მათი მომავალი თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ქვეყანა სისტემატიურად ავტორიტარიზმისკენ მიდის. ″ამჟამად ხელისუფლება კონფლიქტით სარგებლობს არმიას რეპუტაცია დაეკარგა, ჟურნალისტიკა განადგურდა, გიულენის მიმდევრების შესახებ არავინ აღარ საუბრობს, ოპოზიციის საქმიანობაში ერევიან.″-განაცხადა მან. ასევე ყურდღება გაამახვილა იმაზე, რომ ერდოღანის ″ან ქაოსი, ან მე″ განაცხადი მიუღებელია.
PACE-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბრასერმა კი აღნიშნა, რომ მედიაზე და ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლა კატეგორიულად მიუღებელია. ასევე 299. მუხლი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონი უნდა შეიცვალოს განაცხადა მან და დაამატა, რომ მოსამართლეების, პროკურორებისა და პოლიციელების ადგილების შეცვლაც მიუღებელია.
მონიტორინგის კომიტეტის თურქეთის თანამომხსენებელი ნორვეგიელი ინგებიორგ გოდსკესენისა და სერბი ნატაშა ვუკოვიჩის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთში ბოლო წლებში განხორციელებული ანტი-დემოკრატიული ქმედებების საწყისი თარიღი 2013 წლის 17-25 დეკემბერია. ანგარიშში ასევე, იმ ანტიკორუფციულ სპეცოპერაციაზეა საუბარი რომელშიც 4 მინისტრისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შვილის სახელებიც არის ნახსენები და იმაზეა ყურადღება გამახვილებული, რომ ანტიკორუფციული ოპერაციის შემდეგ ათასობით სასამართლოს თანამშრომლისა და უსაფრთხოების ძალების ადგილების შეცვლამ ქვეყანაში სამართალს ღრმა ჭრილობები მიაყენა. სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) დებუტატებმა კი, ბოლო წუთს შესწორების ინიციატივით გამოვიდნენ და კერძოდ იმ მუხლის გაუქმება მოითხოვეს სადაც 4 მინისტრი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სახელია ნახსენები.