თურქეთის პრეზიდენტმა ნოემბერში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოიხადა

0
1212

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოიხადა.
როგორც “როიტერი” იტყობინება, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ბოდიშს გიხდით. მთელი გულით ვიზიარებ ტკივილს. რუსი მფრინავის ოჯახი ჩვენი ოჯახია. ტკივილისა და მიყენებული ზიანის სიმძიმის შესამსუბუქებლად მზად ვართ ნებისმიერი ინიციატივისთვის“, – ნათქვამია მიმართვაში, პრეზიდენტმა ერდოღანმა რუს კოლეგას გაუგზავნა.

მიმართვაში ასევე ერდოღანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მზად არის გააკეთოს ყველაფერი რუსულ-თურქული ურთიერთობის აღდგენისთვის.