ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას 36 ადამიანი ემსხვერპლა და 147 დაშავდა.

0
1499

ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას 36 ადამიანი ემსხვერპლა და 147 დაშავდა. გარდაცვლილთა შორის 3 თვითმკვლელი ტერორისტია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო ფრენების ტერმინალში „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თავი აიფეთქა.
ამ დროისთვის მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში აფეთქებები წუხელ 22:15 საათზე მოხდა.