ფეთჰულაჰ გიულენმა თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო

0
1018

ფეთჰულაჰ გიულენმა გადატრიალების მცდელობა მკაცრად დაგმო. გიულენმა, გასულ ღამეს, თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

გიულენის განცხადებით, მთავრობები ძალის გამოყენებით კი არა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს. ″ამ სამხედრო გადატრიალებას მკაცრად ვგმობ.″-განაცხადა მან.

ნიუ-იორკში დაფუძნებულ საერთო ღირებულებების ასოციაციის(afsv) მიერ გამოქვეყნებული წერილი ასეთია:

″თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას ძალიან მკაცრად ვგმობ. მთავრობები, არა ძალით, არამედ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს. თურქეთის, თურქი ხალხისა და ამჟამად თურქეთში მყოფ ყველასთვის ვლოცულობ. ალლაჰს ვთხოვ ეს პრობლემა ყველაზე სწრაფი და მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.

ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველა სამხედრო გადატრიალება განვიცადე, ჩემი ამ გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირება ღირსების შემლახველია. ასეთი ტიპის ცილისწამებას უპირობოდ უარვყოფ.″- ნათქვამია განცხადებაში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here