ფუთჰულაჰ გიულენი, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ საერთაშორისო კომისიის გამოძიების შემდეგ, მზად არის, მიღებული შედეგი აღიაროს.
გიულენმა სხვადასხვა მედიასაშუალებებთან საუბრისას განაცხადა, რომ არმიის მცირე ჯგუფის მიერ განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო, პასუხისმგებლობას მას ვერ დააკისრებენ.
„ასეთი ბრალდება თუ არის, საერთაშორისო კომისიამ გადატრიალების მცდელობა გამოიძიოს, შედეგი, რაც არ უნდა იყოს, ახლავე ვაღიარებთ, თუნდაც, ტყუილი იყოს, მაინც ვაღიარებთ“, – განაცხადა მან.
ფეთჰულაჰ გიულენი მწერალი და პრეზიდენტ ერდოღანის ყოფილი მოკავშირეა. იგი 2013 წელს ჟურნალმა „თაიმსმა” 100 ყველაზე გავლენიან პირს შორის დაასახელა. გულენი მუდმივად უსვამს ხაზს მეცნიერებისა და განათლების როლს საზოგადოების განვითარებაში, გმობს ტეორიზმს. იგი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.