გერმანიაში მომხდარი თავდასმხის შედეგად ცხრა ადამიანი გარდაიცვალა

0
1122

გერმანიის ქალაქ მიუნჰენში მომხდარი სროლის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, ცხრა ადამიანი გარდაიცვალა.

გერმანიის მთავრობამ ბერლინში საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც მიუნჰენის გარშემო უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ იმსჯელეს. დაკარგული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად პოლიციაში სპეციალური ნომერი ამოქმედდა: 0800 7766350. ინფორმაცია გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და თურქულ ენებზეა ხელმისაწვდომი.

ოლიმპიური სავაჭრო ცენტრისა და „მაკდონალდსის“ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

უკავშირდება თუ არა მომხდარი თავდასხმა დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“, ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ კეთდება.

სამი ეჭვმიტანილის დასაკავებლად, ქალაქში მასობრივი ამ დრომდე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.