ყირგიზეთის პრეზიდენტი – არავის აქვს უფლება საკუთარი მოთხოვნები თავს მოახვიოს სხვებს

0
1299

ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაიევმა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას იმის შესახებ, რომ ყირგიზეთში მყოფმა ფეთულლაჰ გიულენის მომხრეებმა შესაძლოა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ, აბსურდი უწოდა.

პრესკონფერენციაზე, რომელსაც ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტები ესწრებოდნენ, ერთერთი ჟურნალისტის მიერ მევლუთ ჩავუშოღლუს ვარაუდებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ატანბაიევმა შემდეგი პასუხი გასცა: “ეს სრული აბსურდია. თუკი ასეთი ჭკვიანები არიან, რატომ ვერ შეძლეს საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროულად შემჩნევა და აღმოფხვრა? რათქმაუნდა, ჩვენ ყურადღებით მოვეკიდებით ასეთი ტიპის მესიჯებს და შესაბამისად განვიხილავთ მათ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არავის აქვს უფლება დაგვაშინოს და ჭკუა გვასწავლოს ასეთ საკითხებში”.

პრესკონფერენციაზე ატანბაიევი აგრეთვე შეეხო თურქეთ-ყირგიზეთს შორის ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ თურქეთი დაეხმარა ყირგიზეთს მისთვის რთულ პერიოდში და რომ ამისთვის ის და მისი ქვეყანა მადლიერებას გამოხატავენ თურქეთის მიმართ, თუმცა, იქვე დასძინა მან, არავის აქვს იმის უფლება, რომ სხვას თავს მოახვიოს საკუთარი პრობლემები და მოთხოვნები.

“ყირგიზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ჩვენ თავად ვიღებთ გადაწვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ. სახელმწიფოები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა ეხმარებოდნენ ერთმანეთს და არ უნდა ჩათვალონ, რომ ჩვენ დავთანხმდებით ნებისმიერი სახის მითითებებს გარედან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ გვესაჭიროება არანაირი დახმარება. ჩვენ მადლობელი ვართ გაწეული დახმარებებისათვის, მაგრამ ამასთანავე არ მივცემთ არავის იმის უფლებას, რომ საკუთარი ნება თავს მოგვახვიონ” – განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here