დანიის რეაქცია თურქეთის მოვლენებზე: თურქეთის ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებებს წერტილი უნდა დაესვას

0
792

ავსტრიის შემდეგ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ ხმა ამჯერად დანიიდან გაისმა : “თურქეთი ამოღებულ უნდა იქნას კანდიდატი ქვეყნების სიიდან“.

დანიის მმართველი ლიბერალური პარტია მოითხოვს შეწყდეს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ამის მიზეზად სახელდება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანტიდემოკრატიული მიდრეკილებები და სიკვდილით დასჯის შემოღების ინიციატივის მხარდაჭერა.

ამა თვის დასაწყისში კი ავსტრიის პრემიერმინისტრმა კრისტიან კერნმა განაცხადა, რომ იგი ინიცირებას გაუწევს დიალოგს ევროპელ ლიდერებს შორის, რათა შეწყდეს თურქეთის წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ამის ერთერთ მიზეზად კრისტიან კერნი ასახელებს დემოკრატიისა და ეკონომიკის მხრივ თურქეთში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე.

ყოველივე ზემოხსენებულის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთში შემოიღებენ სიკვდილით დასჯას, როგორც ევროკავშირის მმართველობა, ისევე წევრი სახელმწიფოების ხელისუფლებები შეწყვეტენ თურქეთთან მოლაპარაკებებს.

ლიბერალური პარტიის სპიკერ მიხაელ აასტრუპის განცხადებით “თურქეთმა წითელი ხაზი გადაკვეთა“ და დაამატა: “ჩვენ ვსაუბრობთ მოლაპარაკებების არა დროებით შეჩერებაზე, არამედ თურქეთის ამოღებას კანდიდატ სახელმწიფოთა სიიდან“.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here