ვარლამ ლიპარტელიანი – ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი

0
1088

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 10 აგვისტოს ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის პრიზიორი გახდა. 90 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალური დაპირისპირება იაპონელ მაშუ ბეიკერთან დათმო, ბეიკერმა ქართველი ძიუდოისტი 1 იუკოთი დაამარცხა.

ლიპარტელიანი იმედოვნებს, რომ ქართველი ძიუდოისტები – ბექა ღვინიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი დღეს და ხვალ წარმატებას მიაღწევენ.

“ოლიმპიური ჩემპიონობა მართლაც რომ განსაკუთრებით მსურდა. ეს იყო მიზანი, რომლის მისაღწევადაც ძალიან ბევრი ვიშრომე, ვიწვალე და რიოში მედალიც მოვიპოვე, მაგრამ ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი. იმედი მაქვს, ბიჭები წარმატებას მიაღწევენ. გული დამწყდა ავთოს (ჭრიკიშვილი) დამარცხებაზე. მინდოდა შემემსუბუქებინა ის ტკივილი, რაც გუშინ იყო, მაგრამ ვერ მოვახერხე. ასევე დიდი მადლობა გულშემატკივარს და ყველას ვინც მხარს მიჭერდა”, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიადაზე ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. მანამდე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელიძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.