ჟურნალისტ ბიულენთ ქორუჯუს შვილი: დედაჩემი მძევლად აიყვანეს, იმის გამო, რომ ვერ მიაგნეს მამაჩემს, ხმა ამოვიღოთ უსამართლობის წინააღმდეგ

0
723

ჟურნალისტ ბიულენთ ქორუჯუს შვილი თარიქ ქორუჯუ აცხადებს, რომ პოლიციამ სახლში მის მამას ვერ მიაგნო და მის მაგივრად, დედა აიყვანა, რომელიც ხუთი დღეა, იზოლატორში იმყოფება. თარიქ ქორუჯუ სოციალური ქსელ „ტვიტერის“ საშუალებით მიმართვას ავრცელებს: “მე ვარ ბიულენთ ქორუჯუს ვაჟი და დედაჩემი მძევლად აიყვანეს, უკვე ხუთი დღეა, იმის გამო, რომ ვერ მიაგნეს მამაჩემს. ხმა ამოვიღოთ უსამართლობის წინააღმდეგ!”

ბიულენთ ქორუჯუ გამოცემა “Zaman”-ის ჟურნალისტი იყო, სანამ აღნიშნულ გამოცემას ხელისუფლება გააუქმებდა. ამ ფაქტის შემდეგ ჟურნალისტი ქორუჯუ ხელმძღვანელობდა და ეწეოდა ჟურნალისტურ-რედაქტორულ საქმიანობას გაზეთ “Yarına Bakış”-ში.

გაზეთი Yarına Bakış-იც დაიხურა 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდგომ პერიოდში, ხოლო 27 ივლისს კი 47 ჟურნალისტის მიმართ (ქორუჯუს ჩათვლით) გაიცა დაკავების ბრძანება.

პოლიციამ, რომელმაც ვერ მიაგნო ჟურნალისტს მის საცხოვრებელ სახლში, დააკავა მისი მეუღლე, ხოლო მის შვილებს დაემუქრნენ იმით, რომ სანამ მათი მამა არ გამოჩნდებოდა, მათაც თანმიმდევრობით დააკავებდნენ.

ჟურნალისტის ვაჟმა თარიქ ქორუჯუმ სოციალური ქსელის საშუალებით დახმარებისთვის მიმართა ისეთ ცნობილ ჟურნალისტებს, როგორებიც არიან ლევენთ გიულთექინი, ეჯე თემელქურანი, ჰაიქო ბაღდათი, აჰმეთ უმითი, ჯან დუნდარი და სხვები.

45 წლის ჰაჯერ ქორუჯუ, რომელიც პოლიციამ დააკავა, ხუთი შვილის დედაა. უდანაშაულო ქალბატონის უფლებების დასაცავად არც ერთი ადვოკატი არ დათანხმდა.

ქორუჯუს დაკავების პარალელურად, აგრეთვე დააპატიმრეს გაზეთ Zaman-ის ყოფილი ჟურნალისტებიც: შაჰინ ალფაი, ალი ბულაჩი, აჰმეთ თურან ალქანი, ნურიე აქმანი, ლალე ქემალი და მუსტაფა უნალი.

წყარო: http://t24.com.tr/haber/bulent-korucunun-oglu-annem-babam-bulunamadigi-icin-rehin-alindi-6-gundur-gozaltinda-sessiz-kalmayin,353484

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here