თურქეთის ხელისუფლებამ ვეტერანი ფეხბურთელის, ჰაკან შუქურის დაკავების ორდერი გასცა

0
818

თურქეთის ხელისუფლებამ ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელის ჰაკან შუქურის დაკავების ორდერი გასცა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თურქეთის  საფეხბურთო კლუბ “გალათასარაიში” თამაშობდა.

როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება, ფეხბურთელის დაკავება ქვეყანაში  სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, შუქური პოლიტიკაში მოვიდა. ის 2011 წელს თურქეთის პარლამენტში, მმართველი “სამართლიანობის და განვითარების” პარტიის ერთ-ერთ წევრად აირჩიეს. თუმცა, 2013 წლის 17-25 დეკემბრის კორუფციული სკანდალის შემდეგ პროტესტის ნიშნად მან პარტია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა.

შუქურმა ოჯახთან ერთად ქვეყნის ტერიტორია გასულ წელს დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა. 44 წლის ფეხბურთელმა კარიერა 2008 წელს დაასრულა. გულშემატკივრები მას მეტსახელად “მეფე”-საც უწოდებენ.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here