შსს-მ ყოფილი პარლამენტარის, ნოდარ მოდებაძის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

0
754

შსს-მ თელავის რაიონში პარლამენტის ყოფილი წევრის ნოდარ მოდებაძის მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა.

„შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა. ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა. ზ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე – საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here