თურქეთში პოლიტიკურ აქციებზე დაუსწრებლობის გამო მომღერალს კონცერტები გაუუქმეს

0
877

თურქეთში პოლიტიკურ მიტინგებზე დაუსწრებლობის გამო პოპ-მომღერლის, სილა გენჩოღლუს კონცერტები ჩაიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მმართველი პაარტიის  მიერ ორგანიზებული აქციის შესახებ, რომელსაც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მომღერალმა სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გააკეთა -“ასეთ შოუში მონაწილეობას არ მივიღებ“. სწორედ ამ განცხადების შემდეგ სტანბოლში, ბურსაში და კაისერში დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა.

საკითხთან დაკავშირებით  სტანბოლის მერიამ განცხადება გააკეთა სადაც აღნიშნულია, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ მოსახლეობის მიერ გამოხატულ პროტესტზე “შოუს“ წოდების გამო 21-22 სექტემბერს მომღერალ სილა გენჩოღლუს დაგეგმილი კონცერტები გაუქმებულია.

სტამბულში 7 აგვისტოს გამართულ მიტინგზე მრავალი ხელოვანი დაესწარო, სილამ კი რამდენიმე დღით ადრე  განაცხადა, რომ აქციას არ დაესწრწბოდა. “რა თქმა უნდა გადატრიალების მცდელობების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ასეთ შოუში მონაწილეობას არ მივიღებ“.

სილას, ამ განმარტებას  სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. ასეთი გამოხმაურებისა და კრიტიკის შემდეგ პრესასთან გაკეთებულ განცხადებაში “ამ საკითხთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების გაკეთება არ მსურს. ვისაც ამის არასწორად გაგება სურდა, რა თქმა უნდა არასწორად გაიგო. თუმცა მე ჩემს სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ. დემოკრატიის მომხრეები არ ვართ? მეც ჩემი აზრი გამოვხატე“-განაცხადა მომღერალმა.

წყარო: http://www.hurriyet.com.tr/sila-gencoglunun-istanbul-ve-bursa-konserleri-iptal-edildi-40189567

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here