შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და იარაღი ამოიღო

0
731

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და უკანონო იარაღი ამოიღო.

შსს-ს ცნობით, უწყების ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული გ. გ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სამი მჭიდი და 90 საბრძოლო ვაზნა, ასევე, ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი და მეტამფეტამინი ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here