კომპანია “თელასის” ცნობით, გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გლდანის რაიონში, 10.00 საათიდან 17.00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V მიკრორაიონების, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონს, 10.00 საათიდან 17.00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, წერეთლის გამზირის, ვაგზლის მოედნის, ცაბაძის, აგლაძის, ვახუშტი ბაგრატიონის, ყიფიანის, ფოთის, ევდოშვილის, წინამძღვრიშვილის და ქუთაისის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიქოძის, ლერმონტოვის, მაჩაბელის და ლეონიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და კაპანელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.