მთაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურა მარტივდება

0
1071

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, – ცვლილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება, ამ მიმართულებით ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერის მოსახსნელად, რათა პენსიონრებმა და სოციალური პაკეტით მოსარგებლეებმა დამატებითი შერავათები მარტივად მიიღონ.

“ჩვენ მთაში მცხოვრები მოსახლეობის დამატებითი სოციალური უზრუნველყოფა დავისახეთ მიზნად და დღეს უკვე ამ პროგრამით სარგებლობენ მრავალშვილიანი და ახალგაზრდა ოჯახები, 1-ელი სექტემბრიდან დამატებითი შეღავათებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ხოლო საგადასახადო შეღავათებით – მეწარმეები. დღეს ჩვენ გამოგვაქვს დასამტკიცებლად მთაში მუდმივად მცხოვრები პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურის მნიშვნელოვნად გამარტივების შესახებ საკითხი, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ყველანაირი ბიოროკრატიული ბარიერები მოვხსნათ და პენსიონერებმა და სოციალური პაკეტით მოსარგებლეებმა ადვილად მიიღონ დამატებითი შეღავათები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.