პარტია „ცენტრისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა

0
773

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია „ცენტრისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა. შესაბამისი განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამოსცა.

“დღეის მდგომარეობით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას არ გააჩნია იურიდიული ძალა. შესაბამისად, დღეს ,11:00 საათზე ხელი მოვაწერე განკარგულებას, „ცენტრისტების“ რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ.  საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ცენტრისტები“ და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ, საქართველო სცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, 2016 წლის 15 ივლისის განკარგულება, N43 2016 განკარგულება ბათილად იქნას ცნობილი მისი ძალაში შევლის დღიდან.

ეს უფლებამოსილება გააჩნია ცესკოს თავმჯდომარეს ახალი გარემოებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here