თურქეთის, რესპუბლიკური პარტიის (CHP) ლიდერის ქემალ კილიჩოღლუს განცხადებით, თურქეთში ხელისუფლებამ პარლამენტი დისფუნქციური გახადა. პარლამენტში შემავალმა ყველა პარტიამ გადატრიალების მცდელობის გამოსაძიებლად შექმნილ საკომისიო ჯგუფს თავისი წარმომადგენელი წარუდგინა, მმართველი პარტიისგან (AKP) კი ჯერ არაფერი ისმის.
პარტიის სხდომაზე თავის გამოსვლაში კილიჩოღლუმ, ყველაზე მეტი პარლამენტის ფუნქციონირების შესახებ ისაუბრა და მთავრობა, პასუხისმგებლობისა და მოვალეობების პარლამენტისთვის არ გაზიარების გამო გააკრიტიკა.
AKP-მ საგამოძიებო კომისიას წარმომადგენელი რატომ არ წარუდგინა?
კილიჩდაროღლუს თქმით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ოთხივე პარტიამ საერთო პოზიცია დააფიქსირა მაგრამ სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მხრიდან გაგრძელება აღარ მოჰყვა.
″CHP-ს დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საგამოძიებო ჯგუფის შექმნა შევთავაზოთ. 26 ივლისს ეს გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. დღეს 17 აგვისტოა. ყველა სხვა პარტიამ საგამოძიებო კომისიას თავისი წარმომადგენელი წარუდგინა, მხოლოდ სამართლიანობისა და განვითარების პარტიას თავისი წარმომადგენელი არ წარმოუდგენია. ამ საგამოძიებო კომისიისათვის დეპუტატებს რატომ არ ნიშნავთ? ეს კითხვა ბატონ ბინალი ილდირიმს უნდა დავუსვათ. ამ გადატრიალების მცდელობის პოლიტიკური ნაწილი უნდა გამოვავლინოთ.″-განაცხადა მან.