გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა

0
781

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ფერიცვალების დღესასწაული მცხეთიდან მიულოცა.

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ფერიცვალების სახელობის დედათა მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგიას ესწრება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

”დღეს ჩვენ საოცარ მოვლენას ვზეიმობთ – ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარმა გააერთიანა ძველი და ახალი აღთქმა, ძველი და ახალი აღთქმის წმინდანები ერთად შეკრიბა. ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარმა გააერთიანა წარსული და მომავალი, ღვთიური და ადამიანური ერთმანეთში. ეს არის დღესასწაული დიდი გმირობისთვის მომზადების, რადგან ამის მერე მაცხოვარი ეწამა ჩვენთვის. გილოცავთ ყველას და ყველა ყოფილიყავით ამ ძალის შედეგად მზად დიდი გამარჯვებისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here