თინა ხიდაშელი რამდენიმე სამინისტროს გაუქმების წინადადებით გამოდის

0
755

 

თინა ხიდაშელი  რამდენიმე სამინისტროს გაუქმების წინადადებით გამოდის და  მიიჩნევს, რომ რამდენიმე სამინისტრო უნდა აუქმდეს და ზოგიერთი მათგანის შერწმა უნდა მოხდეს. ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა დაგროვდა, რომელიც განუხილველი დარჩა. ამ კონტექსტში მან პრემიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაასახელა, რომელიც მისი თქმით, ”ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო.  ბოლო 4 წლის განმავლობაში იყო ორი უწყება, რომელსაც პრემიები არ აუღია, ეს არის პარლამენტი და ბოლო 15 თვის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრო.

კიდევ ერთ მთავარ პრიორიტეტად თინა ხიდაშელმა მცირე მთავრობა დაასახელა, რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, საქართველოს აქვს 18 სამინისტო, შვეიცარიას – 7.

”მე არ მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება უკეთესად მართავს ქვეყანას, ვიდრე 7 სამინისტრო შევეიცარიას. გაზრდილი ბიუროკრატია თავისთავად ნიშნავს ძალიან დიდ ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომელიც იპარავს ფულს იქედან, რაც რეალურად ქვეყანას ყველაზე უფრო მეტად სჭირდება, ამიტომ მცირე მთავრობა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით ბოლო 20 წლის, მათ შორის, ბოლო 4 წლის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი პროორიტეტი”, – განაცხადა ხიდაშელმა.

იგი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამინისტრო  არ უნდა არსებობდეს და ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილი უნდა იყოს.

”ჩემი აზრით, ასევე ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროები ცალკე უწყებები არ უნდა იყოს, როდესაც ორი სამინისტრო ბუნებრივად შექმნილია იმისთვის, რომ ერთმანეთთან მუდმივ კონფლიქტსა და ჩხუბში იყვნენ. სახელმწიფოს ამოცანა ეს არ არის. ენერგეტიკა ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა და თუ ქვეყანაში ეკონომიკის სამინისტრო გაქვს, მაშინ ეკონომიკის განვითარებაზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტო უნდა იყოს. ეს სია გრძელია. მარტო სამინისტოებში არ არის პრობლემა. ჩვენ ხომ თითქმის ყველა სამინისტრო დუბლირებული გვაქვს მერე პრემიერის კანცელარიაში. გვაქვს სამინისტროები და  ასევე გვაქვს საბჭოები, რომელსაც ზუსტად იგივე ფუნქციები აქვს, რაც სამინისტროებს. ასევე სამინისტროებში გავქვს დეპარტამენტები, თუ უწყებები, რომელსაც ჰქვია მაგალითად, შიდა აუდიტის სამსახური, გენერალური ინსპექცია (სხვადასხვა უწყებაში სხვადასახვა სახელი გვაქვს), ფინანსური ადმინისტრირების თუ მონიტორინგის სამსახური და ა.შ.  გვაქვს სუს-ი, რომელსაც ამ ფუნქციებისთვის ყველა სამინისტროში დანიშნული ჰყავს თავისი „ოდეერები“. მე სულ ვამბობდი, რომ მაშინ „ოდეერებმა“ შეითავსონ ეს ფუნქცია,  გავაუქმოთ ეს დეპარტამენტები, ფულიც დაიზოგება და სახელმწიფო უფრო სწრაფად განვითარდება. ასე, რომ სახელმწიფო უწყებებში ბევრი სეგმენტია, რომელიც უბრალოდ არ უნდა არსებობდეს”, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, არსებული ფორმით კრიზისების მართვის საბჭოს არსებობა არის გაუმართელებელი, რადგან აქ არის დუბლირებული უშიშროების საბჭოს, თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს ფუნქციები.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here