დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში – ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯასთან ძლიერი მიწისძვრა ღამის 3:30 საათისთვის მოხდა. 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგებმა რამდენიმე ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ამ დროისთვის დადასტურებულია 6 ადამიანის დაღუპვის ფაქტი, თუმცა, არ არის გამორიცხული, მსხვერპლი გაიზარდოს. მიმდინარებს სამაშველო ოპერაცია.
ქალაქების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მიწისძვრას მოგვიანებით რამდენიმე ძლიერი აფთერშოკიც მოჰყვა.
ქალაქის მერის განცხადებით, სტიქიის შედეგად ამატრიჩე სერიოზულად დაზარალდა – მოწყვეტილია საავტომობილო გზები, ხოლო მეწყრის შედეგად ხიდის ჩამონგრევის საშიშროებაც არსებობს.
როგორც სერხიო პეროზიმ აღნიშნა, ნახევარი ქალაქი აღარ არსებობს, მოქალაქეები კი ნანგრევებში არიან მოყოლილი.
მიწისძვრის სიმძლავრემ ქალაქ რომამდეც მიაღწია, სადაც შენობები 20 წამის განმავლობაში ირხეოდა.
იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.