იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, მაშველები 150 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

0
760

 

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, მაშველები 150 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

ტელეკომპანია “BBC“-ის ინფორმაციით,  ამჟამად სტიქიით დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. იტალიის ხელისუფლების ცნობით, ოპერაციაში სამხედროები ჩაერთნენ.

როგორც დასავლური მედია იტყობინება, 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური ნაწილი დააზარალა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იტალიის ქალაქ ამატრიჩეს თითქმის ნახევარი ნანგრევებად იქცა.

მიწისძვრის ეპიცენტრი რომიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here